Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ედუარდ შევარდნაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი მამათი, ლანჩხუთის რაიონი. დაამთავრა ა. წულუკიძის სახელობის ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი 1959 წელს. მუშაობდა პარტიულ-სამეურნეო ხელმძღვანელ თანამდებობებზე: 1957-1961წწ. საქართველოს სსრ-ის კომკავშირის პირველი მდივანი, 1961-1964წწ. - კომპარტიის მცხეთის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი, ხოლო შემდეგ თბილისის პირველი მაისის რაიონის რაიკომის მდივანი. 1958 წლიდან კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი; 1964-1965წწ. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მინისტრის მოადგილე. 1965-1972წწ. საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრი. 1972 წელს აირჩიეს საქართველოს კომპარტიის ცკ-ის პირველ მდივნად; 1985 წელს სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა; 1990 წელს იგი გადადგა; 1991 წელს, მ. გორბაჩოვის მიწვევით კვლავ დაუბრუნდა მინისტრის პოსტს; იმავე წლის ბოლოს ოფიციალურად გაფორმდა საბჭოთა კავშირის დაშლა, ხოლო მისი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი გაუქმდა. მონაწილეობდა გერმანიის გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებებში; 1990 წელს ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ჯეიმს ბეიკერთან ერთად ხელი მოაწერა აშშ-სათვის ბერინგის ზღვის აკვატორიის გადაცემას შევარდნაძე-ბეიკერის გამყოფი ხაზის მიხედვით; 1992 - საქართველოს სახელმწიფო საბჭოს ხელმძღვანელი, 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე; 1995-2003წწ. საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი; გადაგდა დაკავებული თანამდებობიდან 2003 წლის 23 ნოემბერს. ბოსტონის, ჰარვარდის და სხვა უნივერსიტეტების საპტიო დოქტორი. ევროპაში მშვიდობის დასამყარებლად განსაკუთრებული დამსახურებისთვის და აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაუმჯობესებისთვის დაჯილდოებულია ჰამბურგის საქველმოქმედო საზოგადოების იმანუელ კანტის (გერმანია) სახელობის პრემიით (1992), "მხიარული ავგუსტინეს" ორდენით (ვენა, 1992), ეროვნული სახელმწიფოს აღმშენებლობისათვის - საბჭოთა კავშირში მშვიდობიანი რევოლუციის განხორციელებაში შეტანილი წვლილის, ასევე ახალი და დემოკრატიული საქართველოს მშენებლობაში შესანიშნავი მიღწევების აღსანიშნავად - ნიქსონის სახელობის საგანგებო პრემიით (1997), საერთაშორისო ურთიერთგაგებისა და სოციალური მიღწევებისათვის - ონასისის ფონდის პრემიით (1997), წიგნისათვის "ჩემი არჩევანი" - კალიფორნიის მეცნიერების, განათლების, მრეწველობის და ხელოვნების საერთაშორისო აკადემიის ა. აინშტაინის სახელობის დიდი ოქროს მედალით (1998), უდიდესი დამსახურებისათვის მსოფლიოში სპორტის განვითარების საქმეში და ოლიმპიური იდეალების ერთგულებისათვის - საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოლიმპიური ოქროს ორდენით (1998), საქართველოს სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებაში განსაკუთრებული წვლილისათვის - ისრაელის დემოკრატიული ინსტიტუტის სპეციალური პრემიით (1998), სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ყოფნისას გერმანიის გაერთიანებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის - გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდოთი - "უმაღლესი ხარისხის დიდი ფედერალური ჯვარი" (1999), თავად იაროსლავ ბრძენის I ხარისხის ორდენით (უკრაინა, 1999), იერუსალიმის საპატრიარქოს "წმინდა აკლდამის რაინდთა წმინდა ჯვრის ორდენით" (2000). რამდენიმე წიგნის ავტორი. წყარო: საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.357; საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი: president.gov.ge Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |