შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვანო ურჯუმელაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1950 წელს. 1947-1951წწ. იყო გორის პარტიის რაიოკომის ინსტრუქტორი, 1951 წელს - შინდისის მანქანა-ტრაქტორთა სადგომის დირექტორი, ხოლო 1956-1959წწ. გაზეთ "სახალხო განათლების" პასუხისმგებელი მდივანი. მისი პირველი ნაწარმოებები გამოქვეყნდა 1952 წელს გაზეთ "ლიტერატურულ საქართველოში". მისი მოთხრობები, ნარკვევები, კრიტიკული წერილები იბეჭდებოდა პერიოდულ პრესაში, ხოლო პიესები: "ვახშამზე" და "მძახლები" დაიდგა თბილისის მუსიკალური კომედიისა და ცხინვალის თეატრის სცენებზე. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.333 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |