| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალეკო შენგელია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხაბუმე, ჩხოროწყუს რაიონი. 1930-1933წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. მისი პირველი ლექსი გამოქვეყნდა 1938 წელს ჟურნალში "ჩვენი თაობა", ხოლო პირველი წიგნი - 1940 წელს. იგი აგრეთვე ავტორია ისტორიულ-რევოლუციური პიესისა "ციმბირის პაპა", რომელიც ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის სცენაზე დაიდგა 1966 წელს. მის ლექსებზე დაწერილია პოპულარული სიმღერები: "რა სცოდნია ამ პატარა ნამის ღილებს", "...საქართველოს ლამაზებო, მანანებო". წლების განმავლობაში იყო გამომცემლობა "ნაკადულის" მთავარი რედაქტორი, ლიტფონდის დირექტორი. მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები. პოეტი, რედაქტორი. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.371; დიდუბის პანთეონი=Didube pantheon/ბადრი ქუთათელაძე. -თბ., 2025.-გვ.393; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

