შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ შამანაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მერჯევი, საჩხერის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1953 წელს, ხოლო 1957 წელს ი. ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის გერმანული ენის ფაკულტეტი, 1959 წელს კი სწავლა განაგრძო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურაში ქართული ფოლკლორის განხრით. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1950 წელს; ლექსთა პირველი წიგნი "სიჭაბუკის გზაზე" 1957 წელს; ეკუთვნის პოეტური ("სულმა სულში ჩაიხედა", 1964; "იმედის თეთრო ყვავილო", 1967; "შენთან ვიქნები", 1980) და პროზაული ("სამახარობლო", 1969; "მაღალი კოშკი", 1973; "ხე მრუდე და ხე მართალი, 1976; "ხათრიანი კაცი", 1977; "იმედის მთვარე", 1983), კრებულები, საბავშვო წიგნები, ნაშრომები ქართული ფოლკლორის საკითხებზე და სხვ. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ.,1986.-გვ.679; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.187 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |