შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
როდიონ ქორქია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჭალადიდი, ხობის რაიონი. დაამთავრა ფოთის გიმნაზია 1914 წელს და სწავლა განაგრძო ხარკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, მაგრამ ვერ დაამთავრა პირველი მსოფლიო ომის გამო და 1920 წელს დაბრუნდა საქართველოში. მუშაობდა თეატრალურ საზოგადოებაში სამეცნიერო შემოქმედებითი განყოფილების გამგედ, პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილედ. 1959 წლიდან იყო ჟურნალ "პიონერის" პასუხისმგებელი მდივანი. მისი პირველი მოთხრობა - "ნიღაბქვეშ" დაიბეჭდა 1924 წელს ჟურნალში "თეატრი და ცხოვრება". მას ეკუთვნის ხატოვან მოსწრებულ სიტყვათა კრებული "სხარტულა" და მონოგრაფიები ქართველ რეჟისორებზე: "აკაკი ფაღავა", "ალექსანდრე წუწუნავა". ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობასაც. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.346 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |