შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სილოვან ხუნდაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კალაგონი, ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტი 1884 წელს. სამშობლოში დაბრუნებისთანავე, 1884 წელს, შეუდგა პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას. 1888 წლამდე იგი პედაგოგად მუშაობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ძველი სენაკის ქართულ სადავადაზნაურო სკოლაში. 1888 წელს დაინიშნა ქუთაისის ქართული სათავადაზნაურო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად. ამის შემდეგ მთელი მისი ცხოვრება დაკავშირებული იყო ქუთაისთან. 1882 წლიდან ს. ხუნდაძე ეწეოდა აქტიურ პუბლიცისტურ და ლიტერატურულ მოღვაწეობას. მისი ლექსები და სტატიები ხშირად ქვეყნდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. 1914 და 1926 წლებში ქუთაისში გამოიცა მისი რჩეული თხზულებები ორ ტომად. 1901-1902წწ. ქუთაისში ორ წიგნად გამოიცა ხუნდაძის "ჩემი აზრი და ფიქრები". ს. ხუნდაძე ითვლება თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმების ერთ-ერთ დამდგენად. მისი სახელმძღვანელოებიდან აღსანიშნავია: "ქართული გრამატიკა", "სალიტერატურო ქართული", "ნიკოლოზ ბარათაშვილი" (1914), "რაფიელ ერისთავი" (1918), და სხვა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ., 1987.-გვ.515 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |