The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სილოვან ხუნდაძე

სილოვან ხუნდაძე
დაბადების თარიღი:16 აპრილი, 1860
გარდაცვ. თარიღი:12 მაისი, 1928  (68 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, ქუთაისი
კატეგორია:პედაგოგი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კალაგონი, ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტი 1884 წელს.

სამშობლოში დაბრუნებისთანავე, 1884 წელს, შეუდგა პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას. 1888 წლამდე იგი პედაგოგად მუშაობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ძველი სენაკის ქართულ სადავადაზნაურო სკოლაში. 1888 წელს დაინიშნა ქუთაისის ქართული სათავადაზნაურო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად. ამის შემდეგ მთელი მისი ცხოვრება დაკავშირებული იყო ქუთაისთან. 1882 წლიდან ს. ხუნდაძე ეწეოდა აქტიურ პუბლიცისტურ და ლიტერატურულ მოღვაწეობას. მისი ლექსები და სტატიები ხშირად ქვეყნდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. 1914 და 1926 წლებში ქუთაისში გამოიცა მისი რჩეული თხზულებები ორ ტომად. 1901-1902წწ. ქუთაისში ორ წიგნად გამოიცა ხუნდაძის "ჩემი აზრი და ფიქრები". ს. ხუნდაძე ითვლება თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმების ერთ-ერთ დამდგენად. მისი სახელმძღვანელოებიდან აღსანიშნავია: "ქართული გრამატიკა", "სალიტერატურო ქართული", "ნიკოლოზ ბარათაშვილი" (1914), "რაფიელ ერისთავი" (1918), და სხვა.

წყაროქართული საბჭოთა ენციკლოპედია.11.-თბ., 1987.-გვ.515

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა პარტია, წევრი (1900-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ნამდვილი წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: