Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნოე ჟორდანია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი. თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ 1891 წლიდან სწავლობდა ვარშავის ვეტერინარულ ინსტიტუტში. პოლიტიკური მოღვაწეობა დაიწყო 90-იან წლებში. 1903 წელს რსდმპ II ყრილობის შემდეგ გახდა კავკასიის მენშევიკების ლიდერი. რსდმპ V (ლონდონის) ყრილობაზე (1907) ნ. ჟორდანია აირჩიეს პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრად მენშევიკების მხრიდან. 1918 წელს ამიერკავკასიის რესპუბლიკისა და ამიერკავკასიის სეიმის დაშლის შემდეგ ჟორდანია ფაქტობრივად აღმოჩნდა საქართველოს რესპუბლიკის დროებითი პარლამენტის თავმჯდომარე. იმავე წლის 26 მაისს მან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 1921 წლის 25 თებერვალს წითელი არმიის მიერ თბილისის დაკავების შემდეგ ნ. ჟორდანიამ და მისმა მთავრობამ თავი შეაფარეს ჯერ ქუთაისს, ხოლო შემდეგ ბათუმს. იმავე წლის 18 მარტს, წავიდნენ საფრანგეთში პოლიტიკურ ემიგრაციაში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.8.-თბ., 1984.-გვ.256; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ., 2018. - გვ.321-322: digitallibrary.tsu.ge Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |