შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკო ნიკოლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ციურიხის უნივერსიტეტი 1868 წელს. 1861 წელს შევიდა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, მაგრამ სტუდენტთა დემონსტრაციაში მონაწილეობისათვის ნ. ნიკოლაძე დააპატიმრეს და უნივერსიტეტიდანაც დაითხოვეს. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ პეტერბურგში ცხოვრება აუკრძალეს. 1862 წელს სამშობლოში დაბრუნდა და მონაწილეობდა ჟურნალ "ცისკრის" ფურცლებზე ძველი და ახალი თაობას შორის გამართულ იდეურ-ლიტერატურულ ბრძოლაში. შემდეგ კვლავ პეტერბურგს გაემგზავრა და გაზეთ "ნაროდნოე ბოგატსტვოს" რედაქტორობდა. 1864 წელს სწავლის გასაგრძელებლად საზღვარგარეთ წავიდა. 1866 მან ფრანგულ ენაზე გამოსცა თავისი პირველი წიგნი "მთავრობა და ახალი თაობა", 1868 ჟენევაში ლ. მეჩნიკოვთან ერთად დააარსა ჟურნალ "სოვრენნოსტი". 1870 წელს მუშაობდა გაზეთ "დროების" თანამშრომლად. 1871 წლიდან სათავეში ჩაუდგა ჟურნალ "კრებულს", რომელშიც გამოაქვეყნა ბევრი საპროგრამო ხასიათის სტატია პოლიტიკურ და ლიტერატურის საკითხებზე. 1873 წელს იგი კვლავ პარიზში იყო, ამჯერად ტყიბულის ქვანახშირის საქმეების მოსაგვარებლად. 1873 წლის 1 აპრილიდან პარიზშივე დაიწყო ჰექტოგრაფიულად ნაბეჭდი გაზეთ "დროშის" გამოცემა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაიწყო დიდი ლიტერატურული-საზოგადოებრივი მოღვაწეობა. 1878-იდან გამოსცემდა გაზეთ "ობზორს", რომელიც 1880 წელს მთავრობამ დახურა და მისი რედაქტორი სტავროპოლში გადაასახლა. 1881 წელს სტავროპოლიდან პეტერბურგში გადავიდა, სადაც თანამშრომლობდა ჟურნალში "ოტეჩესტვენნიე ზაპისკი" და ფართო ლიტერატურულ მოღვაწეობას ეწეოდა. 1886 წლიდან მეორე დასის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. 1887-1891წწ. თბილისში რედაქტორობდა გაზეთ "ნოვოე ობოზრენიეს", თანამშრომლობდა ჟურნალ "მოამბეში". 1894-1912წწ. იყო ფოთის ქალაქის თავად. მთელი ოცი წლის განმავლობაში სათავეში ედგა ქალაქ ფოთს. მისი ხელმძღვანელობით ჭაობიანი პატარა ფოთი მოკლე დროში დიდი პერსპექტივების მქონე ქალაქად გადაიქცა. მან პირველმა დაბეჭდა ობლიგაციები, ლატარიის ბილეთები და მთელი შემოსავალი ფოთის კეთლმოწყობას მოახმარა. ნ. ნიკოლაძემ დიდი როლი შეასრულა ქართული ლიტერატურის კრიტიკის განვითარებაში. საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ., 1984.-გვ.431-432; დღეს დილის ორ ნახევარ საათზე გარდაიცვალა ნიკო ნიკოლაძე : ნეკროლოგი // კომუნისტი. - თბილისი, 1928. - 1 აპრილი. - N76. - გვ.2; ნიკო ნიკოლაძის გარდაცვალების გამო : ცხედრის გადასვენება ხელოვანთა სასახლეში, ცხედარი დაკრძალული იქნება მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში // კომუნისტი. - თბილისი, 1928. - 4 აპრილი. - N177. - გვ.3 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |