Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკო მუსხელიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1914 წელს. 1915-დან 1920 წლამდე პეტერბურგის უნივერსიტეტსა და სხვა უმაღლეს სასწავლებელში ასწავლიდა უმაღლეს მათემატიკასა და მექანიკას. 1921 წელს დაბრუნდა თბილისში და ივანე ჯავახიშვილის მოწვევით მუშაობა დაიწყო თბილისის უნივერსიტეტში ჯერ დოცენტის, ხოლო 1922 წლიდან პროფესორის თანამდებობაზე. 1941 წლიდან გარდაცვალებამდე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი იყო. ძირითადი შრომები აქვს სინგულარულ ინტეგრალურ განტოლებებში, მათემატიკურ ფიზიკასა და დრეკადობის თეორიაში. ნ. მუსხელიშვილს ფუძემდებლური გამოკვლევები აქვს დრეკადობის თეორიასა და ინტეგრალურ განტოლებებში, ფუნქციათა თეორიის სასაზღვრო ამოცანებში და სხვა. მან ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო კომპლექსური ცვლადის ფუნქციათა თეორიის გამოყენება დრეკადობის თეორიის ამოცანებისათვის, შემოიღო მრავალი მეთოდი, რომლებსაც წარმატებით იყენებენ მათემატიკის სხვა დარგებშიც, თეორიულ ფიზიკასა და მექანიკაში. ნ. მუსხელიშვილის შრომებში ამოხსნილია ბრტყელი დრეკადობის თეორიის ყველა ძირითადი ამოცანა სტატიკური შემთხვევისათვის. მან აღმოაჩინა არეთა ფართო კლასი, რომელთათვისაც ბრტყელი ამოცანა რედუცირდება ალგებრულ განტოლებათა სასრულ წრფივ სისტემაზე. მეტად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ანალიზური ფუნქციების წრფივი სასაზღვრო ამოცანებისა და ერთგანზომილებიანი განსაკუთრებული ბირთვების მქონე ინტეგრალურ განტოლებების თეორიაში. მას ეკუთვნის ინდექსის მნიშვნელოვანი ფორმულა სინგურალურ ინტეგრალურ განტოლებათა სისტემისათვის; ავტორია ფუნდამენტური სახელმძღვანელოებისა ანალიზურ გეომეტრიასა და თეორიულ მექანიკაში; მისი მონოგრაფია "დრეკადობის მათემატიკური თეორიის ზოგიერთი ძირითადი ამოცანა" მეცნიერთა სამაგიდო წიგნად იქცა. იგი რამდენიმეჯერ იქნა გამოცემული და თარგმნილი მრავალ უცხო ენაზე. ნ. მუსხელიშვილის ამ შრომამ, რომელიც მისი სამეცნიერო მოღვაწეობის გვირგვინს წარმოადგენს, უდიდესი გავლენა მოახდინა დრეკადობის თეორიის შემდგომ განვითარებაზე. საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთერთი დამფუძნებელი; მათემატიკისა და მექანიკის ქართული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საპატიო პტრეზიდენტი (1972). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7. -თბ., 1984. -გვ. 212 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |