The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით წერედიანი

დავით წერედიანი
დაბადების თარიღი:19 აგვისტო, 1937
გარდაცვ. თარიღი:30 დეკემბერი, 2019  (82 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მახათას მთის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მთარგმნელი, პოეტი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქოლობანი, აბაშის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1960 წელს.

1963 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში; 1981 წლიდან ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას; 2005 წელს გამოიცა დ. წერედიანის "ანარეკლი" – მისი ძირითადი ნაწილი ქართულ კლასიკურ პოეზიას ეძღვნება, რუსთაველიდან გალაკტიონამდე; ბოლო მონაკვეთი უმთავრესად დასავლურ პოეზიას. მასში, აგრეთვე, შესულია რამდენიმე რჩეული თარგმანი; 2010 წელს გამოიცა პოეტური კრებული "ორიონი"; განსაკუთრებით აღსანიშნავია ფრანსუა ვიიონის "დიდი" და "მცირე ანდერძის" თარგმანები; თარგმნა ძმები გრიმების ზღაპრები. 2017 წელს გოეთეს ინსტიტუტმა და DVV International-მა დავით წერედიანი ქართულ-გერმანული კულტურული ურთიერთობების გაღმავებაში შეტანილი წვლილისათვის გივი მარგველაშვილის სახელობის (გერმანულ-ქართული) პრემიით დააჯილდოვა.

წყარო: პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.71

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2021 - ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია (გარდაცვალების შემდეგ)
  • 2018 - ლიტერატურული პრემია "საბა", საუკეთესო ქართული თარგმანი
    იოჰან ვოლფგანგ გოეთეს "ფაუსტი-ll" თარგმანისთვის
  • 2014 - ლიტერატურული პრემია "საბა"
    ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის
  • 2012 - ლიტერატურული პრემია "საბა", საუკეთესო თარგმანი
    იოჰან ვოლფგანგ გოეთეს "ფაუსტი" თარგმანისთვის
  • 2011 - შოთა რუსთაველის სახელობის პრემია
    დასავლეთ ევროპული ლიტერატურის შედევრების საუკეთესო თარგმანებისთვის
  • 2007 - პრემია "საგურამო", ნომინაციაში თარგმანი
  • 2006 - სახელმწიფო პრემია
    წიგნისათვის "ანარეკლი"
  • 1995 - ფრანგულ-ქართული ინსტიტუტის პირველი პრემია
    ფრანგი პოეტების თარგმანებისთვის (რემბო, ვერლენი, ბოდლერი)
  • 1984 - ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია
    ფრანსუა ვიიონის "მცირე ანდერძისთვის" თარგმანისთვის

ბიბლიოგრაფია

  • ბოშური რომანსერო = Romancero gitano : კრებული / ფედერიკო გარსია ლორკა ; ესპანურიდან თარგმნა დავით წერედიანმა (მთარგმნელი). - თბილისი, ინტელექტი, 2020. - 80გვ.. - ISBN: 9789941310553
  • თემა და ვარიაციები : ჩანაწერები (ავტორი). - თბილისი, ინტელექტი, 2018. - 220 გვ.. - ISBN: 9789941476235
  • ძმები გრიმების ზღაპრები (მთარგმნელი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2018. - 184გვ.. - ISBN: 9789941239953
  • ფაუსტი : ტრაგედია / იოჰან ვოფგანგ გოეთე (მთარგმნელი) // ნაწ.2. - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2017. - 372გვ.. - ISBN: 9789941238635
  • ფაუსტი : ტრაგედია / იოჰან ვოფგანგ გოეთე ; გერმანულიდან თარგმნა დავით წერედიანმა (მთარგმნელი) // ნაწ.1, მეორე გამოცემა. - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2017. - 272 გვ.
  • მცირე ანდერძი ; დიდი ანდერძი : ლირიკა (მთარგმნელი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2014. - 200გვ.. - ISBN: 9789941231261
  • ოთხტაეპედი : სიკვდილმისჯილი ვიიონისგან თქმული (მთარგმნელი). - თბილისი, ინტელექტი, 2012. - 32გვ.. - ISBN: 9789941440182
  • სვანური სიმღერების კვალდაკვალ : ლიტერატურული ვერსია (ავტორი). - თბილისი, დიოგენე, 2011. - 107გვ.. - ISBN: 9789941112546
  • ფაუსტი (მთარგმნელი) // ნაწ. 1. - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2011. - 271გვ.
  • ორიონი : ლექსები (ავტორი). - თბილისი, 2010. - 88გვ.. - ISBN: 9789941031144
  • ანარეკლი : ლიტერატურული წერილები, საუბრები, თარგმანები დასავლური პოეზიიდან (ავტორი). - თბილისი, ნეკერი, 2005. - 166გვ.. - ISBN: 9994080881
  • ყოველი დილა ქვეყანაზე = Tous les matins du monde (მთარგმნელი). - თბილისი, სანი, 2002. - 103გვ.
  • სვანური ხალხური ლექსები : სიმღერები (შემდგენელი). - თბილისი, მერანი, 1977. - 82გვ.

გააზიარე: