The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პარმენ ცახელი

პარმენ ცახელი
ოფიციალური სახელი:პარმენ თვალჭრელიძე
სხვა სახელი:ცახელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:9 ივნისი, 1866
გარდაცვ. თარიღი:31 აგვისტო, 1919  (53 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქუთაისი
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ცახი, ამბროლაურის რიაონი.

ქართული ენის მასწავლებელი ქუთაისის I კლასიკურ გიმნაზიაში. არ ჰქონდა უმაღლესი განათლება, მაგრამ, თანამედროვეთა გადმოცემით, იყო კარგი პედაგოგი, სპეციალისტი და უფლებრივად გაუთანაბრეს უმაღლეს დამთავრებულ მასწავლებლებს. 1888-1889 წწ. მუშაობდა მასწავლებლად ბეშნაგირის ერთკლასიან სასწავლებელში; 1908 წლიდან დროებით დაინიშნა ქართული ენის მასწავლებლად ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიაში, შემდეგ დაამტკიცეს შტატის მასწავლებლად ამავე საგანში (1918). მინიჭებული ჰქონდა სამოქალაქო და სამრევლო მასწავლებლობის წოდება; 1911 წლიდან ქართული ენის მასწავლებლის წოდება. 1918 წლის დეკემბერში განათლების სამინისტროში გაგზავნილ დეპეშაში პარმენ თვალჭრელიძე სომხეთთან დაწყებულ ომში წასვლის უფლებას ითხოვდა: "გულს ვეღარ ვიკავებ, ჯარში ვეწერები, საწინააღმდეგო ხომ არაფერი გაქვთ, გთხოვთ შეეკითხოთ მინისტრის ამხანაგს". დეპეშაზე ასეთი პასუხი მიიღო: "ახალგაზრდობას, რომელიც სასწავლებელში სწავლობს, ისევე ჭირდება ხელმძღვანელნი, როგორც სამშობლოს დღეს მეომარნი. ვფიქრობ, ბ-ნი თვალჭრელიძე უნდა დარჩეს სასწავლებელში". სამწუხაროდ, იგი ბოროტმოქმედების ხელით იქნა მოკლული.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.195

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: