The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ ჭელიძე

ოთარ ჭელიძე
დაბადების თარიღი:8 სექტემბერი, 1925
გარდაცვ. თარიღი:20 დეკემბერი, 1998  (73 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მთარგმნელი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1948 წელს, ხოლო 1952 წელს - მოსკოვის მაქსიმ გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი.

მუშაობდა გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტისა" და ჟურნალ "ნიანგის" რედაქციაში. 1966-1974წწ. იყო გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოს" მხატვრული რედაქციის გამგე; გამომცემლობა "ნაკადულის" რედაქტორი. მისი პირველი ლექსი გამოქვეყნდა 1941 წელს. ცალკე წიგნებადაა გამოცემული მისი პოემები: "რაჭველები", "პოემები", "რჩეული პოემები". მან თარგმნა ა. ტვარდოვსკის "ვასილი ტიორკინი", "შორეთს იქით შორეთი", "ზღაპრული ქვეყანა" და ა. პუშკინის "ევგენი ონეგინი". მისი ლექსები და პოემები ნათარგმნია რუსულ, უკრაინულ, სომხურ, აზერბაიჯანულ, ყაზახურ, ლიტვურ, აგრეთვე ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ, ბულგარულ, რუმინულ ენებზე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.390; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.272

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1995 - ღირსების ორდენი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: