The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მერაბ კოსტავა

მერაბ კოსტავა
დაბადების თარიღი:26 მაისი, 1939
გარდაცვ. თარიღი:13 ოქტომბერი, 1989  (50 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მთაწმინდის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი, პოეტი, პოლიტიკური ლიდერი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია 1958 წელს.

კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო მუსიკის მასწავლებლად. იყო ჟურნალის "ქართული ენა ლიტერატურა სკოლაში" რედაქტორი. საქართველოს ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი, ხშირად იყო რეპრესირებული, დაპატიმრებული, გადასახლებული. ბოლოს 1987 წელს დაბრუნდა გადასახლებიდან და ზვიად გამსახურდიასთან ერთად ისევ განაგრძო ბრძოლა სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის. მ. კოსტავა წერდა ლექსებს, ფილოსოფიურ, თეატრალურ, ლიტერატურულ ესეებს. თარგმნიდა ცნობილი მწერლების ფილოსოფიურ ნაწარმოებებს. 

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 193-194

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ჰელსინკის კავშირი, წევრი (1989-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ეროვნული გმირის წოდება
  • მწერალთა კავშირის პრემია
  • დავით აღმაშენებლის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: