Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ჭანტურია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1979 წელს პირველად დააპატიმრეს დისიდენტური საქმიანობისთვის. 1981 წლიდან იატაკქვეშეთში ააღორძინა ეროვნულ–დემოკრატიული პარტია და მისი თავმჯდომარე გახდა, მაგრამ 1983 წელს ისევ დააპატიმრეს ანტისაბჭოთა გამოცემების გავრცელებისთვის. გათავისუფლების შემდეგ, 80–იანი წლებიდან აქტიურად ჩაერთო ეროვნულ მოძრაობაში. 1987 წელს მონაწილეობდა ილია ჭავჭავაძის საზოგადოების შექმნაში, რომელსაც მალევე გამოეთიშა. 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ მცირე ხნით კვლავ დააპატიმრეს. 1990 წლიდან ზვიად გამსახურდიასთან მისი ურთიერთობა დაიძაბა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის შესახებ აზრთა სხვადასხვაობის გამო. 1991 წელს ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტად არჩევის შემდგომ მისი დამოკიდებულება პრეზიდენტის მიმართ კიდევ უფრო კრიტიკული გახდა. 1991 წელს კვლავ დააკავეს სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობის ბრალდებით. გათავისუფლებისთანავე მან გაააქტიურა პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართული გამოსვლები. 1991–1992წწ. გადატრიალების შემდეგ გ.ჭანტურია ახალი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის, მიმართ ზომიერად ოპოზიციურად იყო განწყობილი, თუმცა მას მერე, რაც საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შევიდა, მისი დამოკიდებულება მთავრობისადმი გამწვავდა. Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |