Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თეიმურაზ ჯანგულაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. საგარეჯო. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, მაგრამ თავი დაანება სწავლას მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე და გაემგზავრა ფრონტზე. 1951 წელს იყო კულტურის რაიონული განყოფილების გამგე, 1951-1958წწ. - მწერალთა კავშირის კლუბის დირექტორი, ხოლო 1958-1966წწ. გაზეთ "ლიტერატურული საქართველოს" პოეზიის განყოფილების გამგე, 1968 წლიდან კი "წიგნის სამყაროს" რედაქტორი. მისი პირველი ლექსი დაიბეჭდა 1937 წელს რაიონულ გაზეთში. პირველი კრებული − "ცხრაასორმოცდახუთი" გამოსცა 1948 წელს. მასვე ეკუთვნის კრებულები: "მაისი ოდერზე" (1956), ლექსები (1957), "მეოთხედი საუკუნის გადასარბენზე" (1965), "შუააზიური ჩანაწერები" (1970), "ზღვისა და მიწის ლეგენდა" (1971), "აღმართი" (1977), "ლექსები" (1980), "იმედის ზვრები" (1983). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ., 1987.-გვ.538; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.409-410 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |