The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



მიხაკო წერეთელი

მიხაკო წერეთელი
ოფიციალური სახელი:მიხეილ წერეთელი
სხვა სახელი:Baton  (ფსევდონიმი)
მ. სანგალა  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:23 დეკემბერი, 1878
გარდაცვ. თარიღი:2 მარტი, 1965  (86 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილის სასაფლაო, საფრანგეთი
კატეგორია:მეცნიერი, პოლიტიკოსი, პუბლიცისტი, სოციოლოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ჭიათურის რაიონი, სოფელი ცხრუკვეთი.

დაამთავრა ჰაიდელბერგის(გერმანია) უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი ძველი აღმოსავლეთის ისტორიის განხრით 1912 წელს.

1900-1907წწ. მ. წერეთელი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საფრანგეთსა და შვეიცარიაში. აქტიურად იყო ჩაბმული ანარქისტულ საქმიანობაში. ამასთან, ეწეოდა ნაყოფიერ პუბლიცისტურ მოღვაწეობას. ფსევდონიმებით "Baton" და "მ. სანგალა" წერილებს აქვეყნებდა როგორც ქართულ, ისე უცხოეთის პერიოდულ პრესაში. 1901 წელს ანარქისტულ დემონსტრაციაში მონაწილეობისათვის ის პარიზიდან გაასახლეს. 1907 წელს საქართველოში დაბრუნდა. მომდევნო წლებში მეცნიერი საზღვარგარეთ ცხოვრობდა. ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში მ. წერეთელი ასიროლოგიაში დახელოვნდა და 1918–1923წწ. ბრიუსელისა და ბერლინის უნივერსიტეტებში მუშაობდა. 1912 წელს გამოაქვეყნა გამოკვლევა "სუმერული და ქართული" (თბილისი), 1923 წელს – "გილგამეშიანის" ქართული თარგმანი განმარტებებითურთ(კონსტანტინოპოლი), 1933 წელს კი სულხან საბას "სიბრძნე–სიცრუისას" გერმანული თარგმანი(ბერლინი). 1945 წლიდან იგი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მიუნხენში. მ. წერეთელი იყო ქართული ემიგრანტული პერიოდული პრესის აქტიური თანამშრომელი. მისი უშუალო მონაწილეობით პარიზში დაარსდა სამეცნიერო ჟურნალი "ბედი ქართლისა", რომელშიც გამოქვეყნებულია მ. წერეთლის არაერთი საყურადღებო წერილი. მათ შორის აღსანიშნავია დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის ცხოვრების ტექსტები გერმანული თარგმანითურთ(1957-1958). გარდა ამისა, მისი სტატიები ქვეყნდებოდა ინგლისურენოვანი სამეცნიერო ჟურნალის "Georgica" (ლონდონი) ფურცლებზე. ფრანგულ, გერმანულ, ინგლისურ, იტალიურ ენებზე აქვეყნებდა გამოკვლევებსა და წერილებს ქართული ენისა და ქართველების წარმოშობის საკითხებზე, ურარტუს ისტორიასა და ენაზე. 1961 წელს პარიზში გამოქვეყნდა შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის"  მ. წერეთლის მიერ დადგენილი ტექსტი.

  

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი, ერთ-ერთი დამფუძნებელი (1942-)
  • ქართული პატრიოტული პოლიტიკური ორგანიზაცია "თეთრი გიორგი", ერთ-ერთი ლიდერი (1926-)
  • ქართული სამოკავშირეო კომიტეტი(გერმანია), ერთ-ერთი ხელმძღვანელი (1940-1945)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: