The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე მაჭავარიანი

ალექსანდრე მაჭავარიანი
დაბადების თარიღი:4 თებერვალი, 1884
გარდაცვ. თარიღი:21 აპრილი, 1941  (57 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა პეტერბურგის სამხედრო–სამედიცინო აკადემია 1910 წელს.

1911 წელს მოაწყო ექსპედიცია სვანეთში ჩიყვის შესასწავლად და ამ მასალაზე დაყრდნობით, 1914 წელს პეტერბურგის სამხედრო–სამედიცინო აკადემიაში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. 1914–1918წწ.  ფრონტზე იყო. 1919 წლიდან თბილისში  მოღვაწეობდა. იყო საქართველოში ჯანდაცვის ორგანიზატორი, თბილისის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის ერთ–ერთი დამაარსებელი. მისი თაოსნობით დაარსდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის საფაკულტეტო კლინიკა. საქართველოში კლინიკური ქირურგიის ერთ–ერთი ფუძემდებელია. შეისწავლა ფარისებრი ჯირკვალის, ჭიანაწლავის, სწორი ნაწლავის კიბოს, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, სახსრების ქირურგიის პათოლოგიისა და სხვა საკითხები. გამოცემული აქვს სახელმძღვანელოები სამედიცინო ქირურგიის სხვადასხვა სფეროში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ამიერკავკასიის ცაკი, წევრი (1931-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1939 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: