შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ მახალდიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მლეთა, დუშეთის რაიონი. დაამთავრა საქართველოს ენერგეტიკული ინსტიტუტის მექანიკური ფაკულტეტი 1932 წელს. შრომითი საქმიანობა ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში დაიწყო. 1927 წელს სატრაქტორო კურსების დამთავრების შემდეგ მუშაობდა ამავე კურსების ინსტრუქტორად და მასწავლებლად; 1937 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია; 1938 წელს დაინიშნა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის ტრაქტორებისა და ავტომობილების კათედრის გამგედ; იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში; ომის დამთავრების შემდეგ დაუბრუნდა მეცნიერულ და პედაგოგიურ მუშაობას; 1949 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია; ამავე წელს მიანიჭეს პროფესორის წოდება. მისი ძირითადი სამეცნიერო შრომები ეძღვნება შიგაწვის ძრავების თბურ პროცესებს. ფართოდაა გავრცელებული ძრავების მუშაობის მის მიერ დამუშავებული მეთოდები და თეორიები. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია:ტ.6.-თბ.,1983.-გვ.516; ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 76; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 616-617 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |