შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ილია აბულაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ზემო საქარა, ზესტაფონის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიტყვიერებისა და საენათმეცნიერო განყოფილებები 1926 წელს. 1933 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო მოღვაწეობას, მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტი, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა. ავტორია ასზე მეტი ნაშრომისა, რომელთა უმეტესობა ეძღვნება ქართულ-სომხურ ფილოლოგიურ პრობლემებს. "შუშანიკის წამების" ქართული და სომხური ტექსტების ანალიზის საფუძველზე საბოლოოდ დაადგინა, რომ ქართული ვერსია არის ორიგინალი, ხოლო სომხური-თარგმანი. მასვე ეკუთვნის ძველი ქართული მწერლობის ძეგლების მეცნიერული შესწავლა. ილია აბულაძემ აღმოაჩინა კავკასიის ალბანელთა ანბანი. იკვლევდა ქართულ ლექსიკას, შეადგინა "ძველი ქართული ენის" ლექსიკონი. 1968 წელს, ი. აბულაძის პირადი ბიბლიოთეკა და ნივთები ხელნაწერთა ინსტიტუტს გადაეცა. მის კაბინეტში დაცულია 2 663 წიგნი, 647 პერიოდული გამოცემა ქართულ, სომხურ, რუსულ და სხვადასხვა ევროპულ ენებზე; არმენოლოგი, პალეოგრაფი, ლექსიკოგრაფი, რუსთველოლოგი; ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1946); პროფესორი (1947). წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.27; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი: 1801-1952 : ტ.I .-თბ.,2018.-გვ.59; ენციკლოპედია: ქართული ენა. -თბ., 2008.-გვ.15 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |