Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ილია აბულაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ზემო საქარა, ზესტაფონის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიტყვიერებისა და საენათმეცნიერო განყოფილებები 1926 წელს. 1933 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო მოღვაწეობას, მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტი, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა. ავტორია ასზე მეტი ნაშრომისა, რომელთა უმეტესობა ეძღვნება ქართულ-სომხურ ფილოლოგიურ პრობლემებს. "შუშანიკის წამების" ქართული და სომხური ტექსტების ანალიზის საფუძველზე საბოლოოდ დაადგინა, რომ ქართული ვერსია არის ორიგინალი, ხოლო სომხური-თარგმანი. მასვე ეკუთვნის ძველი ქართული მწერლობის ძეგლების მეცნიერული შესწავლა. ილია აბულაძემ აღმოაჩინა კავკასიის ალბანელთა ანბანი. იკვლევდა ქართულ ლექსიკას, შეადგინა "ძველი ქართული ენის" ლექსიკონი. 1968 წელს, ი. აბულაძის პირადი ბიბლიოთეკა და ნივთები ხელნაწერთა ინსტიტუტს გადაეცა. მის კაბინეტში დაცულია 2 663 წიგნი, 647 პერიოდული გამოცემა ქართულ, სომხურ, რუსულ და სხვადასხვა ევროპულ ენებზე; არმენოლოგი, პალეოგრაფი, ლექსიკოგრაფი, რუსთველოლოგი; ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1946); პროფესორი (1947). წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.27; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი: 1801-1952 : ტ.I .-თბ.,2018.-გვ.59; ენციკლოპედია: ქართული ენა. -თბ., 2008.-გვ.15 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |