The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ია კარგარეთელი

ია კარგარეთელი
Legal name:ილია კარგარეთელი
Date of birth:2 July, 1867
Date of death:31 March, 1939  (at 71 years)
Burial location:ვაკის სასაფლაო, თბილისი
Category:Composer, Singer, Folklorist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ერთაწმინდა, კასპის რაიონინი.

ბავშვობაში მღეროდა თბილისის სიონის ტაძრისა და ლადო აღნიაშვილის გუნდებში. იგი პირველი მომღერალია, რომელიც მიიწვიეს თბილისის სახაზინო ოპერის თეატრის დასში. დებიუტი შედგა 1987 წელს (სინოდალი, ა. რუბენშტეინის "დემონი"). 1889-1891 წწ. სწავლობდა მოსკოვის ფილარმონიის მუსიკალურ–დრამატულ სასწავლებელში ვოკალურ და თეორიულ განყოფილებებზე. 1896 წლიდან ოპერის თეატრის სოლისტია, შემდეგ კი რეჟისორი. ი. კარგარეთელმა ქართულ ენაზე პირველმა თარგმნა ოპერების: "სევილიელი დალაქის", "დემონის", "პიკის ქალის", "ფაუსტის", "ტრავიატას", "რიგოლეტოს", "ბალ-მასკარატის", "ოტელოსა" და "ბოჰემის" ლიბრეტოები. ი. კარგარეთელმა აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფილარმონიული საზოგადოების დაარსებასა (1903) და შემდგომ  მის მუშაობაში. 1908 წელს ი. კარგარეთელმა გამოსცა თავისი შეკრებილი ქართული პოეტური ფოლკლორის ნიმუშები. 1910 წლიდან ასწავლიდა სიმღერასა და მუსიკას თბილისის სასულიერო სემინარიაში, შემდეგ კი მუსიკის ისტორიასა და თეორიას თბილისის კონსერვატორიაში. ერთ-ერთმა პირველმა შექმნა ქართული რომანსის ნიმუშები. მისი ნაწარმოებების საფუძველს წარმოადგენდა ქართული ქალაქური ფოლკლორი. მასვე ეკუთვნის მრავალი საგუნდო ნაწარმოები, გამოქვეყნებული აქვს  ხალხური სიმღერების 3 კრებული. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.5.-თბ.,1980.-გვ.398; ხელოვნების კალენდარი თეატრი, მუსიკა, კინო. -თბ., 1992 .- გვ.75-76; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.59

Member of Organizations

  • ქართული საგუნდო საზოგადოება, დამაარსებელი (1910-)

Awards and Honors

  • 1938 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: