The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლადო აღნიაშვილი

ლადო აღნიაშვილი
Legal name:ვლადიმერ აღნიაშვილი
Date of birth:7 February, 1860
Date of death:6 May, 1904  (at 44 years)
Burial location:კუკიის სასაფლაო, თბილისი
Category:Ethnologist, Educator, Public Man, Folklorist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი შილდა, ყვარლის რაიონი.

დაამთვრა თელავის სასულიერო სემინარია 1877 წელს, 1881 წელს - გორის სამასწავლებლო სემინარია.

1881 წელს დაინიშნა ქართული და რუსული ენების პირველ მასწავლებლად თბილისის სათავადაზნაურო სასწავლებელში. 1883-1893წწ. მუშაობდა თბილისის ქართველ კათოლიკეთა სამრევლო სკოლაში. მისი პირველი ლექსიკოლოგიური მცდელობები დაკავშირებულია რუსული ენის სახელმძღვანელოს და რუსულ-ქართული უბის ლექსიკონის გამოცემასთან. ჩამოაყალიბა ქართველ მომღერალთა გუნდი, "ქართული ქორო", რომელმაც დიდი ისტორიული როლი ითამაშა საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში. მყარი საფუძველი ჩაუყარა ქართული ეროვნული სასიმღერო შემოქმედების აღორძინებას, მის პროპაგანდასა და შემდგომ განვითარებას. მისი აქტიური მონაწილეობით 1887 დაარსდა "ქართველთა წიგნების გამომცემელი ამხანაგობა", რომელმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორიაში. ამავე წელს გამოსცა რუსულ-ქართული "უბის ლექსიკონი". მანვე შეადგინა და გამოაქვეყნა ქართული ხალხური ზღაპრების კრებული, რომელიც საფუძვლად დაედო მარჯორი უორდროპის მიერ ინგლისურად თარგმნილ "ქართულ ხალხურ ზღაპრებს". სკოლისგარეშე საკითხავად გამოსცა "ახალი ანბანის" რვა წიგნაკი. 1894 გაემგზავრა სპარსეთში შაჰ-აბასის დროს გადასახლებული ქართველების ცხოვრების შესასწავლად., შემდეგ კი ჟურნალ "მოამბეში" დაბეჭდა ეთნოგრაფიულ-ფოლკლორული ნაშრომი "სპარსეთი და იქაური ქართველები", რომელშიც გადმოცემულია იმდროინდელი სპარსეთის ყოფა-ცხოვრება, აღწერილია ფერეიდნელ ქართველთა ზნე-ჩვეულებანი, ეკონომიკურ-კულტურული მდგომარეობა.

წყარო: განმანათლებლობა საქართველოში - იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.net; ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.66-67

Bibliography


Share: