შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ეგნატე ფიფია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჯვარი, წალენჯიხის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1926 წელს. 1940–1950წწ. განაგებდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიისა და სანჰიგიენის ფაკულტეტებს, ჰოსპიტალური ქირურგიის კლინიკას, ხოლო 1950 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე სათავეში ედგა იმავე ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ქირურგიულ კათედრას. 1943–1953წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიისა და ჰემატოლოგიის ინსტიტუტის ქირურგიული განყოფილების გამგე. 1941 წელს ის თბილისის ერთ–ერთი ევაკოჰოსპიტლის წამყვანი ქირურგიც იყო. ე. ფიფიამ ქართულ მედიცინაში დანერგა ღვიძლის მკურნალობის თვისობრივად ახალი მეთოდი. ის სწავლობდა ღვიძლის ექინოკოკს, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემების დაზიანების საკითხებს. ფართოდ დანერგა წყლულვანი დაავადების რადიკალური ოპერაცია. მასვე ეკუთვნის ნაშრომები კუჭის პათოლოგიის პრობლემებზე. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1937), პროფესორი (1940). მოიხსენიებდნენ "ქართული ქირურგიის მეფედ". წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ.,1986.-გვ.336 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |