The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ეგნატე ფიფია

ეგნატე ფიფია
დაბადების თარიღი:3 იანვარი, 1901
გარდაცვ. თარიღი:6 ივლისი, 1979  (78 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს სასაფლაოს პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჯვარი, წალენჯიხის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1926 წელს.

1940–1950წწ. განაგებდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიისა და სანჰიგიენის ფაკულტეტებს, ჰოსპიტალური ქირურგიის კლინიკას, ხოლო 1950 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე სათავეში ედგა იმავე ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ქირურგიულ კათედრას. 1943–1953წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიისა და ჰემატოლოგიის ინსტიტუტის ქირურგიული განყოფილების გამგე. 1941 წელს ის თბილისის ერთ–ერთი ევაკოჰოსპიტლის  წამყვანი ქირურგიც იყო. ე. ფიფიამ ქართულ მედიცინაში დანერგა ღვიძლის მკურნალობის თვისობრივად ახალი მეთოდი. ის სწავლობდა ღვიძლის ექინოკოკს, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემების დაზიანების საკითხებს. ფართოდ დანერგა წყლულვანი დაავადების რადიკალური ოპერაცია. მასვე ეკუთვნის ნაშრომები კუჭის პათოლოგიის პრობლემებზე. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1937), პროფესორი (1940). მოიხსენიებდნენ "ქართული ქირურგიის მეფედ".

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ.,1986.-გვ.336

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1969-1979)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1977 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1955 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • ლენინის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: