The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იუსტინე აბულაძე

იუსტინე აბულაძე
დაბადების თარიღი:17 აპრილი, 1874
გარდაცვ. თარიღი:1 ივნისი, 1962  (88 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ენათმეცნიერი, მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ბაღდათის რაიონი, სოფელი როკითი.

დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტი (ქართული-სომხური-სპარსული ფილოლოგიის განხრით) 1900 წელს.

აღმოსავლეთის ფონდების შესასწავლად 1901-1902წწ. იმოგზაურა შუა აზიასა და დასავლეთ ევროპაში, სადაც გაეცნო სპარსული ხელნაწერების კოლექციებს. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა მასწავლებლად, საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მუზეუმის გამგედ. იყო საქართველოში სპარსული ენის მეცნიერული სწავლების ფუძემდებელი. 1918 წლიდან თსუ-ში კითხულობდა სპარსული ენისა და ლიტერატურის კურსს. მანვე შეადგინა პირველი სპარსული ენის სახელმძღვანელო ქართულ ენაზე (1936). თბილისის უნივერსიტეტში დააარსა და სათავეში ჩაუდგა სპარსული ფილოლოგიის კათედრას. აღზარდა ქართველ ირანისტთა მთელი თაობა. იკვლევდა "შაჰ-ნამეს", "ვისრამიანს", ორჯერ გამოსცა "ვეფხისტყაოსანი" (1914, 1926) ვრცელი შესავლითა და ლექსიკონით. გამოსცა "შაჰ-ნამეს ანუ მეფეთა წიგნის" ქართული ვერსიები I ტ. (1916), მონაწილეობდა II ტომის მომზადებაში (1934). მანვე დაურთო გამოცემას ლექსიკონი. წერილების სერია მიუძღვნა "ვისრამიანის" ქართულ და სპარსულ ტექსტებს, მონაწილეობდა ამ ძეგლის გამოცემაში (1938), დაურთო ლექსიკონი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1938), პროფესორი.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.28; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1. -თბ., 1975. -გვ. 45. 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების გამგეობა, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1943 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: