Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე ჯანელიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ნიკორწმინდა, ამბროლაურის რაიონი. დაამთავრა პარიზის სორბონის უნივერსიტეტი 1910 წელს, 1916 წელს – ყაზანის უნივერსიტეტი. 1911-1915წწ. მასწავლებლობდა ქუთაისში, 1918-1920წწ. კი თბილისში. 1920-1923წწ. სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა საზღვარგარეთ და მუშაობდა გრენობლში, პარიზში, ჰალეში. 1924 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1942-1945წწ. იყო მისი რექტორი. 1925 წელს დააარსა გეოლოგიური ინსტიტუტი და 1955 წლამდე იყო მისი დირექტორი. ამ ინსტიტუტს შემდგომ მისი სახელი ეწოდა. ა. ჯანელიძის აქტიური მონაწილეობით საქართველოში შეიქმნა გეოლოგიური საზოგადოება. ა. ჯანელიძის სამეცნიერო შრომები ძირითადად ეხება პალეონტოლოგიის, სტრატიგრაფიის, ტექტონიკისა და თეორიული გეოლოგიის საკითხებს. გამოკვლეული აქვს თბილისისა და მისი მიდამოების გეოლოგიური აგებულება, თანამედროვე გეოლოგიური პროცესები, ასევე მტკვრის ტერასები, ნატახტარის წყაროები და სხვ. შეისწავლა საქართველოს იურული და ცარცული პერიოდების, საფრანგეთის ადრინდელი ცარცული ეპოქის ფაუნა, აგრეთვე ურალის დასავლეთი კალთის დევონური პერიოდის მარჯნული ფაუნა. ავტორია უმაღლესი სკოლის სახელმძღვანელოებისა. საქართველოს სსრ მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და საქართველოს სსრ I-V მოწვევის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრი (1939-1963). 1982 წელს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიამ დააწესა ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის პრემია. გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1923), პროფესორი (1925). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ.,1987.- გვ.538-539 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |