The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ აბაშიძე

ზურაბ აბაშიძე
დაბადების თარიღი:11 ივნისი, 1951  (67 წლის)
კატეგორია:პოლიტოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის უცხო ენათა ინსტიტუტი 1973 წელს.

1974-1978წწ. იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი მდივანი; 1978-1980წწ. საბჭოთა საკონსულოს ატაშე ბომბეიში; 1980-1984წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განყოფილების გამგე; 1984-1988წწ. საბჭოთა კავშირის საელჩოს მრჩეველი ესპანეთში; 1993-2000წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბენილუქსის ქვეყნებში და ევროკავშირთან და ნატოსთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი; 2000 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; 2000-2004წწ. რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულიფლებიანი ელჩი; გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო სტატიები ესპანისტიკასა და პოლიტოლოგიაში. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ესპანისტიკაში(1983). არის პოლიტოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2001). 2012 წელს დაინიშნა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლად.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს უცხოეთთან მეგობრობის საზოგადოების პრეზიდიუმი, თავჯდომარე (1988-1993)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: