შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნანა ალექსანდრია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1972 წელს. 1976-1995წწ. იყო საქართველოს ტელევიზიის სპორტული პროგრამებისა და პროგრამა "ალიონის" სპორტული კომენტატორი; 2000 წლიდან ევროსაბჭოში საქართველოს ელჩი სპორტში; 1976 წლიდან საერთაშორისო დიდოსტატი ქალებში; 1983 წელს გახდა სსრკ დიდოსტატი; მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადების 9 ოქროს მედლის მფლობელი (1969,1974,1978,1980,1982,1986); 3-ჯერ იყო ქალთა ნაკრების გუნდის კაპიტნი(1992,1994,1996); საქართველოს და სსრკ მრავალგზის ჩემპიონი; გადაღებული აქვს დოკუმენტური ფილმი "ქართული გამბიტი" (1991); აქვეყნებს საჭადრაკო სტატიებს ქართულ და უცხოურ ჟურნალებში. წყარო: ენციკლოპედია "საქართველო", ტ. 1. -თბ., 1997. -გვ. 101; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.124 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |