The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნანა ალექსანდრია

ნანა ალექსანდრია
დაბადების თარიღი:13 ოქტომბერი, 1949  (70 წლის)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1972 წელს.

1976-1995წწ. იყო საქართველოს ტელევიზიის სპორტული პროგრამებისა და პროგრამა "ალიონის" სპორტული კომენტატორი; 2000 წლიდან ევროსაბჭოში საქართველოს ელჩი სპორტში; 1976 წლიდან საერთაშორისო დიდოსტატი ქალებში; 1983 წელს გახდა სსრკ დიდოსტატი; მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადების 9 ოქროს მედლის მფლობელი (1969,1974,1978,1980,1982,1986); 3-ჯერ იყო ქალთა ნაკრების გუნდის კაპიტნი(1992,1994,1996); საქართველოს და სსრკ მრავალგზის ჩემპიონი; გადაღებული აქვს დოკუმენტური ფილმი "ქართული გამბიტი" (1991); აქვეყნებს საჭადრაკო სტატიებს ქართულ და უცხოურ ჟურნალებში.

წყარო: ენციკლოპედია "საქართველო", ტ. 1. -თბ., 1997. -გვ. 101

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • დიდოსტატთა საერთაშორისო ასოციაციის ქალთა საბჭო, წევრი (1991-1993)
  • თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ვ. ქარსელაძის სახ. საჭადრაკო სკოლა, დირექტორი
  • თბილისის საკრებულოს სპორტის ქვეკომიტეტი, თავმჯდომარე (1998-2002)
  • კლუბი "მერანი", დამფუძნებელი და პრეზიდენტი
  • საქართველო-იუგოსლავიის მეგობრობის საზოგადოება, თავმჯდომარე (1995-)
  • საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია, ვიცე-პრეზიდენტი (1994-1997)
  • ფიდეს ქალთა კომიტეტი, წევრი (1986-2002)
  • ფიდეს ცენტრალური კომიტეტი, წევრი (1994-1998)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2005 - ევროპის თასის მფლობელი
  • 2004 - ევროპის თასის მფლობელი
  • 2001 - ღირსების ორდენი
  • 2001 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
  • 1994 - ღირსების ორდენი
  • 1986 - მსოფლიო ჩემპიონატი, ბრინჯაოს მედლის მფლობელი
  • 1981 - მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი
  • 1981 - სსრკ ორდენი
  • 1980 - საქართველოს ვიცე-ჩემპიონი ვაჟთა შორის
  • 1975 - მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი
  • 1975 - საქართველოს უმაღლესი საბჭოს "საპატიო სიგელი"
  • 1971 - მსოფლიო ჩემპიონატი, ბრინჯაოს მედლის მფლობელი
  • 1970 - ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: