The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაზა აბზიანიძე

ზაზა აბზიანიძე
დაბადების თარიღი:30 ოქტომბერი, 1940  (83 წლის)
კატეგორია:კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერი, მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1963 წელს. 

1967 წლიდან არის ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი; 1996 წლიდან ჟურნალ "Литературная Грузия"- რედაქტორი; 1988-2006 წწ. თეატრალური ინსტიტუტის ფილოლოგიის კათედრის გამგე, პროფესორი. არის 150-მდე სამეცნიერო ნაშრომის და 15 წიგნის ავტორი. ლიტერატურის ისტორიკოსი, ესეისტი, საბავშვო მწერალი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა -"ადამიანის კონცეფცია თანამედროვე ქართულ ლირიკაში", დაიცვა 1973 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - " XIX-XX.. ქართული პროზის ჰუმანისტური იდეალი", დაიცვა 1993 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კომპარატივისტიკის ქართული ასოციაცია(GEKLA), წევრი
  • მწერალთა საერთაშორისო ასოციაცია "ევროპული ფორუმი", წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2019 - პრემია "საგურამო"
  • 2011 - ლიტერატურული პრემია "გალა", წლის "საუკეთესო საგამომცემლო პროექტი"
    პროექტისათვის - "ასი წიგნი: ადამიანები, რომელთაც შეცვალეს მსოფლიო"
  • 2007 - პირველი ხარისხის პრემია "პარნასი", ლიტერატურის დარგში
    სიმბოლოთა ილუსტრირებული ენციკლოპედია : 2 ტომად / ზაზა აბზიანიძე, ქეთევან ელაშვილი . - თბილისი : ბაკმი .- 2006
  • 2003 - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული
  • 2001 - გაეროს ბავშვთა ფონდის(UNICEF) ლიტერატურული კონკურსი, პირველი ხარისხის პრემია
    ბაბთა : ლიტერატურული ზღაპარი / ზაზა აბზიანიძე .- თბილისი : პლანეტა, 2001 .- 48გვ.
  • გრიგოლ კიკნაძის სახელობის პრემია, წლის "საუკეთესო სამეცნიერო სტატია"
    ლიტერატურული პორტრეტისათვის - "უცნობი ყაზბეგი"

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: