The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რობერტ ადამია

რობერტ ადამია
დაბადების თარიღი:6 აპრილი, 1933
გარდაცვ. თარიღი:2011  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაიბადა: თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტი ლითონთა წნევით დამუშავების სპეციალობით 1956 წელს. 

1956 წელს მუშაობა დაიწყო უკრაინის ქ. ვოროშილოვსკის მეტალურგიული ქარხნის ფურცელგასაგლინავ საამქროში ცვლის უფროსად. 1958 წელს ჩაირიცხა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტის ასპირანტურაში, ასპირანტურის კურსი გაიარა მოსკოვის მეტალურგიული მანქანათმშენებლობის საკავშირო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 1961-1972 წწ. იყო მეტალურგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1972-1983 წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ლითონთა წნევით დამუშავების კათედრის გამგე; 1983-1998 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქუთაისის სამეცნიერო ცენტრის დირექტორი; 1998-2006 წწ. მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის დირექტორი; 1998 წლიდან - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის რ. დვალის სახელობის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის დირექტორი, 2007 წლიდან ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე. საქართველოს და უცხოეთის სამეცნიერო ჟურნალებისა და გამოცემების მთავარი რედაქტორი, რედაქტორის მოადგილე და რედკოლეგიიის წევრი. არის 200-მდე სამეცნიერო ნაშრომის, გამოგონების და 12 მონოგრაფიის ავტორი. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი.

სადოქტორო დისერტაციიის თემა - "საგლინი დგანების ოპტიმალური დინამიკის გაანგარიშების მეცნიერული საფუძვლები", დაიცვა 1970 წელს.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.48; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.130; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.geწიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.116

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის განყოფილების სამეცნიერო საბჭო, თავმჯდომარე (2006-)
  • საინჟინრო აკადემია, ნამდვილი წევრი (1994-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1993-)
  • ქუთაისის სამეცნიერო ცენტრის სამეცნიერო საბჭო, თავმჯდომარე (2006-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში
    1978-1997 წლებში გამოქვეყნებულ შრომათა ციკლისათვის - "მექანიკური სისტემების დინამიკური პროცესების გაანგარიშებებისა და რაციონალური დაგეგმარების საფუძვლები"
  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქართულ მეცნიერებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილის, ნაყოფიერი პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1994 - გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემია, მეცნიერების და ტექნიკის დარგი
  • 1993 - ქუთაისის საპატიო მოქალაქე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: