Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზაზა ალექსიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თელავი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1958 წელს. 1958-1968წწ. იყო ხელნაწერთა ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1968-1979წწ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1979-2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არმენოლოგიის კათედრის გამგე; 1986-1988წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი, შეთავსებით ტექსტოლოგიის განყოფილების გამგე; 1989-1991წწ. თბილისის სასულიერო აკადემიის პროფესორი; 1988-2006წწ. კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორი; 2002-2004წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენისა და ლიტერატურის განყოფილების აკადემიკოს-მდივნის მოვალეობის შემსრულებელი, პრეზიდიუმის წევრი; 2006-2007წწ. ხელნაწერთა ინსტიტუტის სამეცნიერო განყოფილების გამგე; 2007 წლიდან ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების გამგე; 2007 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი და არმენოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი. არის 130 სამეცნიერო ნაშრომისა და 15 წიგნის ავტორი; პროფესორი (1985). საკანდიდატო დისერტაციის თემა- "ეპისტოლეთა წიგნი", დაიცვა 1969 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა- "ადრეული შუასაუკუნეების კავკასიისა და საქართველოს კულტურისა და იდეოლოგიის პრობლემები", დაიცვა 1984 წელს. წყარო: ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. -გვ.25 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |