The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან ალექსიძე

ლევან ალექსიძე
დაბადების თარიღი:5 ივლისი, 1926
გარდაცვ. თარიღი:1 აგვისტო, 2019  (93 წლის ასაკში)
კატეგორია:იურისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1946 წელს. 

1950-1970წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, პროფესორი; 1970-1977წწ. გაეროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი მუშაკი, განყოფილების გამგე, ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ქვეკომისიის მდივანი; 1977-1992წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი; 1992-2005წწ. საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის კათედრის გამგე; 1994-2003წწ. საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო სამართლის საკითხებში; 2005 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის პროფესორი. კითხულობდა ლექციებს აშშ, ჟენევის, ტოკიოს, ბერლინის უნივერსიტეტებში; ჰააგის საერთაშორისო სამართლის აკადემიაში; მოსკოვში, კიევში, ბაქოსა და სხვა ქალაქებში. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); მონაწილეობდა აფხაზეთის სტატუსის შესახებ მოლაპარაკებებში ჟენევაში, ნიუ-იორკსა და მოსკოვში. 150-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 20 მონოგრაფიის და 2 სახლემძღვანელოს ავტორი. მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია ქართულ, რუსულ, ინგლისურ, გერმანულ და ესპანურ ენებზე. იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გაეროს უშიშროების საბჭო", დაიცვა 1950 წელს;

სადოქტორო დისერტაციის თემა - "საქართველო - რუსეთის საერთაშორისო - სამართლებრივი ურთიერთობანი XV-XVIII საუკუნეებში", დაიცვა 1964 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პორტალი: science.org.geსაქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 /კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.-გვ. 63

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული კომისია, წევრი (1999-)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი (2001-2019)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)
  • საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭო, წევრი (1992-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - ღირსების ორდენი
  • 1986 - საქართველოს სახელმწიფო პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: