The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლევან ალექსიძე

ლევან ალექსიძე
Date of birth:5 July, 1926
Date of death:1 August, 2019  (at 93 years)
Category:Lawyer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1946 წელს. 

1950-1970წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, პროფესორი; 1970-1977წწ. გაეროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი მუშაკი, განყოფილების გამგე, ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ქვეკომისიის მდივანი; 1977-1992წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს კომუნისტური პარტია, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 1992-2005წწ. საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის კათედრის გამგე; 1994-2003წწ. საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო სამართლის საკითხებში; 2005 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის პროფესორი. კითხულობდა ლექციებს აშშ, ჟენევის, ტოკიოს, ბერლინის უნივერსიტეტებში; ჰააგის საერთაშორისო სამართლის აკადემიაში; მოსკოვში, კიევში, ბაქოსა და სხვა ქალაქებში. მონაწილეობდა აფხაზეთის სტატუსის შესახებ მოლაპარაკებებში ჟენევაში, ნიუ-იორკსა და მოსკოვში. 150-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 20 მონოგრაფიის და 2 სახლემძღვანელოს ავტორი. მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია ქართულ, რუსულ, ინგლისურ, გერმანულ და ესპანურ ენებზე. იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გაეროს უშიშროების საბჭო", დაიცვა 1950 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "საქართველო - რუსეთის საერთაშორისო - სამართლებრივი ურთიერთობანი XV-XVIII საუკუნეებში", დაიცვა 1964 წელს.

წყარო: ქართული პოლიტიკა: georgianpolitics.comსაქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: old.parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 /კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.-გვ. 63; წიგნი ღირსებისა: . 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.359

Member of Organizations

  • რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული კომისია, წევრი (1999-)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი (2001-2019)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს იურიდიული კომისია, თავმჯდომარე (1990-1991)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომისია, წევრი (1990-1991)
  • საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭო, წევრი (1992-)

Awards and Honors

  • 2011 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1998 - ღირსების მედალი
    სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდა-განათლების საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი მუშაობისათვის
  • 1996 - ღირსების ორდენი
    იურიდიული მეცნიერების განვითარებაში, საქართველოს კონსტიტუციის შექმნაში განსაკუთრებული წვლილისათვის, აქტიური პოლიტიკური, საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების აღზრდის საქმეში დიდი დამსახურებისათვის
  • 1986 - საქართველოს სახელმწიფო პრემია

Bibliography


Share: