შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნუგზარ ალექსიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სენაკი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1959 წელს. 1973-2007წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის კათედრის გამგე; 2000 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინისა და ბიოლოგიის სპეციალობების სამეცნიერო და სასწავლო საქმიანობების კოორდინაციის კონსულტანტი; სოროსის ფონდის პროფესორი (1995); 1999 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბიოლოგიის განყოფილების აკადემიკოს-მდივნის მოადგილე; გამოქვეყნებული აქვს 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 8 სახელმძღვანელო, 4 მეთოდურიმითითება და მონოგრაფიები. არის 18 გამოგონების ავტორი. შეყვანილია მსოფლიოს 500 გამოჩენილ მეცნიერთა სიაში. 1979 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება; დასახელებულ იქნა ABI, "წლის ადამიანად" (1997, 2005), მიღებული აქვს: საქართველოს საპატრიარქოს სიგელი (2007), ა. პალადინის სახელობის მედალი (1984), ევროპის ბიოქიმიკოსთა საზოგადოების ფედერაციის მედალი (1984); კემბრიჯის ინტერნაციონალური ბიოგრაფიული ცენტრის მიერ დასახელებულ იქნა "საუკუნის ადამიანად" (1999). სადოქტორო დისერტაციის თემა- "თავის ტვინის ინტეგრალური მოქმედების მოლეკულური და უჯრედული მექანიზმები" დაიცვა 1978 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |