The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნუგზარ ალექსიძე

ნუგზარ ალექსიძე
Date of birth:9 June, 1935  (89 years)
Category:Biologist, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1959 წელს.

1973-2007წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის კათედრის გამგე; 2000 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინისა და ბიოლოგიის სპეციალობების სამეცნიერო და სასწავლო საქმიანობების კოორდინაციის კონსულტანტი; სოროსის ფონდის პროფესორი (1995); 1999 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბიოლოგიის განყოფილების აკადემიკოს-მდივნის მოადგილე; გამოქვეყნებული აქვს 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 8 სახელმძღვანელო, 4 მეთოდურიმითითება და მონოგრაფიები. არის 18 გამოგონების ავტორი. შეყვანილია მსოფლიოს 500 გამოჩენილ მეცნიერთა სიაში. 1979 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება; დასახელებულ იქნა ABI, "წლის ადამიანად" (1997, 2005), მიღებული აქვს: საქართველოს საპატრიარქოს სიგელი (2007), ა. პალადინის სახელობის მედალი (1984), ევროპის ბიოქიმიკოსთა საზოგადოების ფედერაციის მედალი (1984); კემბრიჯის ინტერნაციონალური ბიოგრაფიული ცენტრის მიერ დასახელებულ იქნა "საუკუნის ადამიანად" (1999).

სადოქტორო დისერტაციის თემა- "თავის ტვინის ინტეგრალური მოქმედების მოლეკულური და უჯრედული მექანიზმები" დაიცვა 1978 წელს.

Member of Organizations

  • ეგრისის აკადემია, აკადემიკოსი (1996-)
  • ევროპის მეცნიერებათა საერთაშორისო ასოციაცია, ნამდვილი წევრი (2001-)
  • ევროპის ნეიროქიმიკოსთა საერთაშორისო საზოგადოება, წევრი (1994-)
  • ეკოლოგიის აკადემია, აკადემიკოსი (1995-)
  • თავის ტვინის შემსწავლელი საერთაშორისო ორგანიზაცია, წევრი (1996-)
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველთა საბჭო, წევრი
  • მედიკო-ბიოლოგიის აკადემია, აკადემიკოსი (1994-)
  • საერთაშორისო ჟურნალ "Georgian Neuroscience" სარედაქციო კოლეგია, წევრი
  • საერთაშორისო ჟურნალ "Neqroxim"-ის სარედაქციო კოლეგია, წევრი
  • საპატრიარქოსთან არსებული სამეცნიერო ინოვაციური საბჭო, დამფუძნებელი (2008-)
  • საქართველოს ბიოქიმიკოსთა არასამთავრობო ასოციაცია, პრეზიდენტი (2002-)
  • საქართველოს ეროვნულ აკადემიასთან არსებული ბიოტერორიზმთან ბრძოლის საბჭო, წევრი (2005-)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, წევრი (1988-)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალ "მაცნეს" სარედაქცო კოლეგია, წევრი
  • სსრკ ბიოქიმიკოსთა საზოგადოების პრეზიდიუმი და ეროვნული კომიტეტი, წევრი
  • ქრისტიანული თეოლოგიისა და რელიგიის ისტორიის შემსწავლელი კომისია, წევრი (2007-)

Awards and Honors

  • 2002 - პეტრე ქომეთიანის სახელობის პრემია
  • 1996 - ღირსების ორდენი
    ბიოლოგიის მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის
  • 1995 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი
  • 1990 - შრომის ვეტერანის მედალი
  • 1976 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი

Bibliography


Share: