შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ ანთაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1978 წელს, თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი 1987 წელს. 1979-1986წწ. იყო სახკინოს რედაქტორი; 1991-1995წწ. კინოკომპანია "შემოქმედის" გენერალური დირექტორი; 1995-2004წწ. "ზღაპრის თეატრის" ხელმძღვანელი; "ზღაპრის ჟურნალისა" (2001) და "ზღაპრის გაზეთის" გამომცემელი და რედაქტორი(2002-2004); 2004-2007წწ. განათლების სამინისტროს ბავშვთა ესთეტიკური ცენტრის დირექტორი; ნ. დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალური საბავშვო თეატრის მმართველი რეჟისორი(2007); 1986 წლიდან კ/ს "ქართული ფილმის" რეჟისორი; არის ავტორი სასწავლო მეთოდისა "თეატრალიზებული სწავლა/სწავლება; რომანებისა "პურის მარცვალი"(1984), "კომედიანტის საათი"(1991), "ცოფი"(2005) და პროზაული კრებულებისა. გადაღებული აქვს ფილმები: "მეჯლისი გაყიდულ სახლში(1986), "ფაქტები რეჟისორის ცხოვრებიდან"(1988), "30 სანტიმეტრი ზღვის დონიდან" (1989), "ოქროს ობობა" (1992) და სხვა. დადგმული აქვს 40-მდე ზღაპარ-სპექტაკლი, მათ შორის: "ნაცარქექია", "ორი ცრუპენტელა", "ტელეფონი", "კონკია", "ფიფქია", "კომბლე", "თოვლის ბაბუას არჩევნები", "ჰარი პოტერი და მისი მეგობრები", "ზღაპარი მუსიკის შესახებ" და სხვა. წყარო: ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |