The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ანთაძე

მიხეილ ანთაძე
დაბადების თარიღი:10 ივლისი, 1956  (62 წლის)
კატეგორია:მწერალი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1978 წელს, თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი 1987 წელს.

1979-1986წწ. იყო სახკინოს რედაქტორი; 1991-1995წწ. კინოკომპანია "შემოქმედის" გენერალური დირექტორი; 1995-2004წწ. "ზღაპრის თეატრის" ხელმძღვანელი; "ზღაპრის ჟურნალისა" (2001) და "ზღაპრის გაზეთის" გამომცემელი და რედაქტორი(2002-2004); 2004-2007წწ. განათლების სამინისტროს ბავშვთა ესთეტიკური ცენტრის დირექტორი; ნ. დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალური საბავშვო თეატრის მმართველი რეჟისორი(2007); 1986 წლიდან კ/ს "ქართული ფილმის" რეჟისორი; არის ავტორი სასწავლო მეთოდისა "თეატრალიზებული სწავლა/სწავლება; რომანებისა "პურის მარცვალი"(1984), "კომედიანტის საათი"(1991), "ცოფი"(2005) და პროზაული კრებულებისა. გადაღებული აქვს ფილმები: "მეჯლისი გაყიდულ სახლში(1986), "ფაქტები რეჟისორის ცხოვრებიდან"(1988), "30 სანტიმეტრი ზღვის დონიდან" (1989), "ოქროს ობობა" (1992) და სხვა. დადგმული აქვს 40-მდე ზღაპარ-სპექტაკლი, მათ შორის: "ნაცარქექია", "ორი ცრუპენტელა", "ტელეფონი", "კონკია", "ფიფქია", "კომბლე", "თოვლის ბაბუას არჩევნები", "ჰარი პოტერი და მისი მეგობრები", "ზღაპარი მუსიკის შესახებ" და სხვა.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მწერალთა კავშირი, წევრი (1990-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1987 - მონტე-კარლოს საერთაშორისო ფესტივალი "მთვარის გლობუსი" (გრან-პრის მფლობელი)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: