Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნათელა არველაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი 1963 წელს. 1965-1970წწ. იყო რუსთაველის თეატრის მუზეუმის გამგე; 1974-1980წწ. ხალხთა მეგობრობის მუზეუმის განყოფილების გამგე; 1962-1970წწ. ჟურნალ "საბჭოთა ხელოვნების" და გამომცემლობების - "საბჭოთა საქართველო" და "ხელოვნება" რედაქტორი; 1970-1980წწ. თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-მუშაკი; 1980-1992წწ. ამავე ინსტიტუტის კინოფაკულტეტის დეკანი; 1980 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი; სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქმედითი ანალიზის მეთოდის ქართულ თეატრში გამოყენების საკითხისათვის", დაიცვა 1973 წელს, სადოქტორო დისერტაციის თემა - "თეატრმცოდნეობითი კვლევის ფორმები", დაიცვა 1998 წელს. Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |