The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი არსენიშვილი

გიორგი არსენიშვილი
დაბადების თარიღი:5 იანვარი, 1942
გარდაცვ. თარიღი:17 ნოემბერი, 2010  (68 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:თანამდებობის პირი, მათემატიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხირსა, სიღნაღის რაიონი.

დააამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1966 წელს და ასპირანტურა1969 წელს.

1969-1997წწ. მუშაობდა თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტში:1969-1971წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ- თანამშრომელი; 1971-1977წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ინსტიტუტის ფაკულტეტის დოცენტი; 1973-1974წწ. გაიარა სამეცნიერო სტაჟირება ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში; 1977-1982წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტის დეკანი; 1981-1997წწ. მის მიერ დაარსებული მათემატიკური მეთოდების გამოყენების კათედრის გამგე; 1995-2000წწ. საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული კახეთში; 2000-2001წწ. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი; 2001-2004წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიაში, უნგრეთში, სლოვენიაში, სლოვაკიაში, ჩეხეთში. 2004-2006წწ. საქართველოს გაერთიანებული ტელეკომის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 2006-2007წწ. საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 2007-2008წწ. საქართველოს გაერთიანებული ტელეკომისა და საქპატენტის სამეცნიერო კონსულტანტი; საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის  მაჟორიტარი  დეპუტატი N17 თელავის საარჩევნო ოლქიდან, ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავჯდომარე(2008-2010). ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, 54 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, პროფესორი.

წყარო: interpressnews.geold.civil.geსაქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/ კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.-გვ. 70

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კავშირგაბმულობის საერთაშორისო აკადემია, ნამდვილი წევრი
  • საქართველოს პარლამენტის და ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წევრი (2008-)
  • საქართველოს პარლამენტის მე-7 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2008-2010)
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, ნამდვილი წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: