The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი არსენიშვილი

გიორგი არსენიშვილი
Date of birth:5 January, 1942
Date of death:17 November, 2010  (at 68 years)
Burial location:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
Category:Public official, Mathematician, Scientist, Politician

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ხირსა, სიღნაღის რაიონი.

დააამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1966 წელს და ასპირანტურა1969 წელს.

1969-1997წწ. მუშაობდა თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტში:1969-1971წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ- თანამშრომელი; 1971-1977წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ინსტიტუტის ფაკულტეტის დოცენტი; 1973-1974წწ. გაიარა სამეცნიერო სტაჟირება ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში; 1977-1982წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტის დეკანი; 1981-1997წწ. მის მიერ დაარსებული მათემატიკური მეთოდების გამოყენების კათედრის გამგე; 1995-2000წწ. საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული კახეთში; 2000-2001წწ. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი; 2001-2004წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიაში, უნგრეთში, სლოვენიაში, სლოვაკიაში, ჩეხეთში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. 2004-2006წწ. საქართველოს გაერთიანებული ტელეკომის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 2006-2007წწ. საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 2007-2008წწ. საქართველოს გაერთიანებული ტელეკომისა და საქპატენტის სამეცნიერო კონსულტანტი; საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის  მაჟორიტარი  დეპუტატი N17 თელავის საარჩევნო ოლქიდან, ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავჯდომარე(2008-2010). ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, 54 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, პროფესორი.

წყარო: interpressnews.geსაქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/ კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.-გვ. 70;  დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.32

Member of Organizations

  • კავშირგაბმულობის საერთაშორისო აკადემია, ნამდვილი წევრი
  • საქართველოს პარლამენტის და ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წევრი (2008-)
  • საქართველოს პარლამენტის მე-7 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2008-2010)
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, ნამდვილი წევრი

Awards and Honors

  • ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი

Bibliography


Share: