The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ოთარ თოიძე

ოთარ თოიძე
Date of birth:2 February, 1948  (77 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1972 წელს.

1973-2004წწ. იყო აკადემიკოს პეტრე სარაჯიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტის უმცროსი, უფროსი და წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. არის ავტორო წიგნებისა: "ეპილეფსია პირველად ჯანდაცვაში" (2003); "ქალი, ეპილეფსია, რეპროდუქცია" (2001", "ეპილეფსია" (2005). 2003 წელს აღიარებულია საუკეთესო ექიმად, ხოლო 2005 წელს კი მსოფლიოში ყველაზე მზრუნველ ექიმად.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ადამიანის თავის ტვინის ბიოელექტრონული აქტივობის ასაკობრივი თავისებურებები ძილში'', დაიცვა 1978 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ლოკალიზაციაზე დამოკიდებული იდიოპათიური ეპილეფსიური სინდრომები", დაიცვა 2003 წელს. 

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 175

Member of Organizations

  • ევროპის ეპილეფსიის აკადემია, წევრი (1998-)
  • ეპილეფსიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო ლიგის საქართველოს განყოფილება, ვიცე-პრეზიდენტი (1996-)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, თავმჯდომარი (2008-2012)

Awards and Honors

  • 2003 - ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის სახელობის მედალი

Bibliography


Share: