The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი
დაბადების თარიღი:18 მარტი, 1952  (66 წლის)
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. პარიზი.

დაამთავრა პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი 1972 წელს, 1973 წელს კოლუმბიის (ნიუ-იორკი) უნივერსიტეტი, ხოლო 1981 წელს — პარიზის სახელმწიფო მართვის ეროვნული სკოლა.

1974-1977წწ. იყო საფრანგეთის საელჩოს მესამე მდივანი რომში; 1977-1980წწ. - საფრანგეთის მუდმივმოქმედი მისიის მეორე მდივანი გაეროში; 1980-1984წწ. - საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანალიზისა და პროგნოზის ცენტრის თანამშრომელი; 1984-1988წწ. - საფრანგეთის საელჩოს პირველი მდივანი ვაშინგტონში; 1988-1989წწ. - ვენაში ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის კონფერენციის პირველი მდივანი; 1989-1992წწ. - საფრანგეთის საელჩოს მეორე მრჩეველი ჩადის რესპუბლიკაში; 1992-1993წწ. - ევროატლანტიკურ საბჭოში საფრანგეთის მუდმივმოქმედი მისიის პირველი მდივანი(ბრიუსელი); 1993-1996წწ. - დასავლეთ ევროპის კავშირში საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე( ბრიუსელი); 1996-1998წწ. - საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კაბინეტის მრჩეველი; 1997-1998წწ. - საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ინსპექტორი; 1998-2001წწ. - საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიის საკითხთა, უშიშროების და განიარაღების სამმართველოს თანამშრომელი; 2001-2003წწ. -საფრანგეთის ეროვნული თავდაცვის გენერალური სამდივნოს საერთაშორისო და სტრატეგიულ საკითხთა ხელმძღვანელი; 2003-2004წწ. - საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში; 2004-2005წწ. - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი; 2006 წლიდან არის საფრანგეთის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის პროფესორი, 2010 წლიდან - გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების კომიტეტის ირანის ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი.

წყარო: http://www.parliament.ge/ge/mp/5651

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "სალომე ზურაბიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობა", ლიდერი (2005-)
  • პოლიტიკური გაერთიანება "საქართველოს გზა", ლიდერი (2006-)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საფრანგეთის რესპუბლიკის ღირსების ეროვნული ორდენი
  • საფრანგეთის რესპუბლიკის საპატიო ლეგიონის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: