შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გოგი თოფაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კვებისა და ქიმიის ტექნილოგიის ფაკულტეტი 1962 წელს და ასპირანტურა 1970 წელს. 1970-1975წწ. იყო თბილისის საპნის ქარხნის დირექტორი; 1975-1986წწ. საწარმოო გაერთიანება "თბილლუდის'" გენერალური დირექტორი; 1986-1994წწ. ლილოს ლუდის ქარხნის დირექტორი; 1994 წლიდან არის შპს. "ყაზბეგის'" დამფუძნებელი, ხოლო 1999 წელს პრეზიდენტი; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის აპრლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მემარჯვენე ოპოზიცია, მრეწველები, ახლები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პატრლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციისა და მონოგრაფიის ავტორი. მიღებული აქვს "წლის საუკეთესო ბიზნესმენის" წოდება (1997, 1998), "მეცენატის ოქროს მედალი" (2005). ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კვების მრეწველობის პროდუქტების ქიმიურ-ტექნოლოგიური გამოკვლევა", დაიცვა 1970 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "მარკეტინგი და ინფორმატიკა", დაიცვა 2003 წელს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.97; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 177 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |