The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იაშა თანდილავა

იაშა თანდილავა
ოფიციალური სახელი:იაკობ თანდილავა
დაბადების თარიღი:24 თებერვალი, 1950  (74 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პოეტი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სარფი, ხელვაჩაურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კავკასიური ენებისა და ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით 1974 წელს; წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის დოქტორანტურა ქართული ენათმეცნიერების განხრით.

სხვადასხვა დროს მუშაობდა: სოფელ გონიოს საშუალო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, შემდეგ კი ამავე სკოლის დირექტორად; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ქალაქ ბათუმის წარმომადგენლობაში II მდივნის თანამდებობაზე; დიასპორებთან ურთიერთობათა საქართველოს ცენტრის თანამშრომლად, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ქართველოლოგიის ცენტრის მეცნიერ-მუშაკად. იყო ამავე უნივესიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის სპეციალისტი. გიორგი ანდრიაძესთან ერთად დააარსა კოლხური კულტურის საერთაშორისო ცენტრი "ჩვენებურები". მუშაობს წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის ხიჭაურის უნივერსიტეტში პროფესორის თანამდებობაზე და ხელვაჩაურის კულტურის ცენტრთან არსებული სარფის ლაზური ეთნოგრაფიული მუზეუმის ხელმძღვანელად. გამოცემული აქვს ლექსთა კრებულები: "ძოწისფერი გვირილები" (1987), "სულის ხვეულებიდან" (1990), "მარადი ტკივილი" (1995), "მუზათა საუფლოში" (2004), "სახლი ზღვის პირას" (2014), "100 ლექსი" (ქართულ და რუსულ ენებზე, 2015); მფლობელია 2005 წლის "რაევოს" პრიზისა და "წლის ადამიანის" წოდებისა. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი.

სადისერტაციო თემა - "საერთაშორისო ზმნური ძირები ლაზურში". 

წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.43

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი
  • ჩოხოსანთა საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ზურაბ გორგილაძის სახელობის პრემია
  • აკაკი წერეთლის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: