შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შოთა იათაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1988 წელს, 1990 წელს კი საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტის კინოსარეჟისორო კურსები. 1989-1990წწ. იყო 46-ე საშუალო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი; 1990-1991წწ. კინოსტუდიის რეჟისორის ასისტენტი; 1992 წელს ტელეკომპანია "იბერვიზიის" რეჟისორი; 1992-1994წწ. ლიტერატურული გაზეთის "რუბიკონის" რედაქტორი; 1994-1996წწ. თბილისის პერფორმანსის თეატრის რეჟისორი და მსახიობი; 1995-1997წწ. გაზეთ "სერაფიმის თეატრის" მთავარი რედაქტორი; 1997-2000წწ. ჟურნალ "სტუდიის" ლიტერატურული ნაწილის გამგე; 1996-2006წწ. ლიტერატურული გაზეთის "ალტერნატივას" (შემდგომ ჟურნალი) მთავარი რედაქტორი. 2003 წლიდან არის გამომცემლობა "კავკასიური სახლის" რედაქტორი. ავტორია 8 პოეტური და მოთხრობების 3 კრებულისა. მისი ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, რუსულ, რუმინულ, აზერბაიჯანულ, ჰოლანდიურ, პორტუგალიურ, უკრაინულ, ესტონურ, ლატვიურ და ალბანურ ენებზე. მონაწილეობდა საერთაშორისო პოეტურ ფესტივალებში: ORIENT-OCCIDENT (კურტ-დე არჯესი, რუმუნეთი, 2006), EST-QUEST (დი, საფრანგეთი 2006), Poetry International (როტერდამი, 2007), V და VI პოეტური ბიენალე (მოსკოვი, 2007, 2009), SOTZIA (ტალინი, 2008), "პოეზიის დღეები" (რიგა, 2008), Киевские лавры (კიევი, 2009) და სხვა. მიღებული აქვს საერთაშორისო პრემია "Киевские лавры" (2009). წყარო: გამომცემლობა ინტელექტი: intelekti.ge; poetry.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |