The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შოთა იათაშვილი

შოთა იათაშვილი
Date of birth:2 September, 1966  (57 years)
Category:Critic, Poet

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1988 წელს, 1990 წელს კი საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტის კინოსარეჟისორო კურსები.

1989-1990წწ. იყო 46-ე საშუალო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი; 1990-1991წწ. კინოსტუდიის რეჟისორის ასისტენტი; 1992 წელს ტელეკომპანია "იბერვიზიის" რეჟისორი; 1992-1994წწ. ლიტერატურული გაზეთის "რუბიკონის" რედაქტორი; 1994-1996წწ. თბილისის პერფორმანსის თეატრის რეჟისორი და მსახიობი; 1995-1997წწ. გაზეთ "სერაფიმის თეატრის" მთავარი რედაქტორი; 1997-2000წწ. ჟურნალ "სტუდიის" ლიტერატურული ნაწილის გამგე; 1996-2006წწ. ლიტერატურული გაზეთის "ალტერნატივას" (შემდგომ ჟურნალი) მთავარი რედაქტორი. 2003 წლიდან არის გამომცემლობა "კავკასიური სახლის" რედაქტორი. ავტორია 8 პოეტური და მოთხრობების 3 კრებულისა. მისი ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, რუსულ, რუმინულ, აზერბაიჯანულ, ჰოლანდიურ, პორტუგალიურ, უკრაინულ, ესტონურ, ლატვიურ და ალბანურ ენებზე. მონაწილეობდა საერთაშორისო პოეტურ ფესტივალებში: ORIENT-OCCIDENT (კურტ-დე არჯესი, რუმუნეთი, 2006), EST-QUEST (დი, საფრანგეთი 2006), Poetry International (როტერდამი, 2007), V და VI  პოეტური ბიენალე (მოსკოვი, 2007, 2009), SOTZIA (ტალინი, 2008),  "პოეზიის დღეები" (რიგა, 2008), Киевские лавры (კიევი, 2009) და სხვა. მიღებული აქვს საერთაშორისო პრემია "Киевские лавры" (2009).

წყარო: გამომცემლობა ინტელექტი: intelekti.gepoetry.ge

Awards and Honors

  • 2020 - ლიტერატურული პრემია "ლიტერა", საუკეთესო პოეტური კრებული
    XXI საუკუნის დასაწყისის პოეტი : ლექსები / შოთა იათაშვილი .- თბილისი : ინტელექტი, 2019.-112გვ.
  • 2011 - ლიტერატურული პრემია "საბა", წლის საუკეთესო კრიტიკა
    დალაგება : წერილები (1997-2010) / შოთა იათაშვილი .- თბ. : საუნჯე, 2010.- 268გვ.
  • 2007 - ლიტერატურული პრემია "საბა", წლის საუკეთესო პოეტური კრებული
    სანამ დროა : ლექსები / შოთა იათაშვილი .- თბილისი : სიესტა, 2006.- 92გვ.

Bibliography


Share: