The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ თევზაძე

გურამ თევზაძე
დაბადების თარიღი:30 იანვარი, 1932
გარდაცვ. თარიღი:31 აგვისტო, 2018  (86 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი:  ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსიფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი 1954 წელს.

1958 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1959-1965წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1966-1971წწ. ამავე ინსტიტუტის ფილოსოფიის ისტორიის განყოფილების გამგე; 1971-2005წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის კათედრის გამგე; 1993-2007წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი; 2002 წლიდან 2018 წლამდე იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი; სამეცნიერო კვლევის ძირითადი მიმართულებები: ქართული ფილოსოფიის ისტორია, კლასიკური გერმანული ფილოსოფია და მისი გავლენა მსოფლიო კულტურაზე; გ. თევზაძემ ქართულ ფილოსოფიაში დააყენა კაპადოკიური რენესანსის პრობლემა, ანალოგიისა და ადამიანის დანიშნულების პრობლემები იოანე პეტრიწთან; ახლებურად გაიაზრა სისტემის, როგორც ორგანიზმის საკითხი კანტის ფილოსოფიაში; განსაზღვრა იოჰან ბაპტისტ შადის ადგილი გერმანულ კლასიკაში; წამოაყე­ნა გერმანული ნეოკანტიანე­ლობის ახალი განმარტება, ასევე ირაციონალიზმის, როგორც გონების თვითკრიტიკის, პრობლემა; მონაწილეობდა იმანუელ კანტის III, V, VII საერთაშორისო კონგრესების მუშაობაში; კითხულობდა სპეცკურსს "კანტის წმინდა გონების კრიტიკაზე" მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში (1981), ასევე ლექციების კურსს (იმანუელ კანტი, გეორგ ჰეგელი, ნიკოლაი ჰარტმანი ) ქ. ჩანჩუნის უნივერსიტეტში (1990), ხელმძღვანელობდა ფილოსოფიის საზაფხულო სკოლას ქ. ვილნიუსში (1986); გამოქვეყნებილი აქვს 218 ნაშრომი, მათ შორის, 9 მონოგრაფია. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1963), პროფესორი (1970), ფილოლოგ რუსუდან ენუქიძის მეუღლე და სოციოლოგ გიგი თევზაძის მამა.

საკანდიდატო დისერტაცი თემა - "თავისუფლებისა და აუცილებლობის პრობლემა", დაიცვა 1958 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "გერმანული ნეოკანტიანელობის შემეცნების თეორია", დაიცვა 1963 წელს. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. III.–თბ., 2014.–გვ.645; burusi.wordpress.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, ვიცე-პრეზიდენტი (2002-)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი (1993-)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1988-)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიური საბჭოს წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2002 - ღირსების ორდენი
  • 1998 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: