The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიგი თევზაძე

გიგი თევზაძე
დაბადების თარიღი:22 ივნისი, 1967  (51 წლის)
კატეგორია:სოციოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი 1989 წელს.

1991-2001წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი, პროფესორი. 2001-2006წწ. ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; 2004-2006წწ. საქართველოს განათლების სამინისტროს განათლების რეფორმის პროექტის - "ილია ჭავჭავაძე" დირექტორი. 2006 წლიდან არის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.

საკანდიდატო დისერტაცია თემა - "ისტორიის ონტოლოგიური დაფუძნება მარტინ ჰაიდეგერის ფილოსოფიაში", დაიცვა 1992 წელს, სადოქტორო დისერტაციის თემა - "ყოფიერების და ცნობიერების ესთეტიკა", დაიცვა 1997 წელს.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1992 - ქართულ-ფრანგული ინსტიტუტის მერაბ მამარდაშვილის სახელობის პრემია
  • 1990 - საქართველოს პრეზიდენტის ახალგაზრდა მეცნიერთა პირველი ხარისხის სტიპენდიანტი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: